გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების ვადები და დეტალური განრიგი – 2025-2026 სასწავლო წელი
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 24 ნოემბერს დაიწყება და 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 20 ნოემბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
ოლიმპიადის დეტალური განრიგი:
24 ნოემბერი
ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
გერმანული ენა.
25 ნოემბერი
ისტორია;
ქიმია.
26 ნოემბერი
ინგლისური ენა;
ფრანგული ენა.
27 ნოემბერი
მათემატიკა;
ბიოლოგია.
28 ნოემბერი
გეოგრაფია;
ფიზიკა;
რუსული ენა.
NAEC-ის ცნობით, 21 ნოემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. მოსწავლეს საშუალება ექნება, ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ტესტირება ჩატარდება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი