გამოქვეყნდა მასწავლებლის საგნის გამოცდების შედეგები დაწყებითი საფეხურისთვის და ზოგიერთ სხვა საგანში – გამოცდები 2023
დღეს, 14 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შედეგები დაწყებითი საფეხურისა და ზოგიერთ სხვა საგანში. შედეგებთან ერთად გამოქვეყნდა შეფასების სქემებიც.
მასწავლებლის ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), დაწყებითი საფეხური – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI) და ქართული, როგორც მეორე ენა.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი