მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის გამოცდები, მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოს ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორმა, ნინო წერეთელმა განაცხადა.
როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, საგნობრივი ჯგუფების მიერ გამოცდაზე გამოსაყენებელი ტესტების მომზადება მიმდინარეობს.
„ორი ქალაქია გამოყოფილი საგამოცდოდ – თბილისი და ქუთაისი. შესაბამისად, არჩევანს ამ ორ ქალაქს შორის გააკეთებენ. რაც შეეხება ტესტების შინაარსობრივ ნაწილს, აქ არაფერი სიახლე არ შეგვიტანია. ამ წუთას, საგნობრივი ჯგუფების მიერ ამ ტესტების მომზადება მიმდინარეობს…
იმისთვის, რომ აპლიკანტმა ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავად მიიღოს, ტრადიციულად ტარდება ღია კარის დღეები. ამ დღეებში ონლაინ ღია კარის დღის თარიღიც ჩაინიშნება და ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდება“, – განაცხადა NAEC-ის დირექტორმა, 30 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე იმ მოქმედი პედაგოგებისათვის, რომლებსაც სურთ გამოცდა ნოემბრის თვეში ჩააბარონ, რეგისტრაცია 25 სექტემბერს, 10:00 საათზე დაიწყო და 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება