გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 12 აგვისტოს, 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) პირველადი შედეგები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები გამოაქვეყნა.
ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები
სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ კოდი, უნდა შეხვიდეთ თქვენს სარეგისტრაციო გვერდზე რეგისტრაციის დროს მიღებული ხუთნიშნა პაროლითა და თერთმეტნიშნა პირადი ნომრით, შემდეგ კი გახსნათ საგამოცდო ბარათი.
“გაითვალისწინეთ, რომ ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია, თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ. დეტალები იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი მაგისტრობის მსურველთათვის.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
-
თუ საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025 წელს ჩააბარეთ – რომელ მაგისტრანტებს აქვთ 3 დღიანი ვადა
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა გრანტირებული მაგისტრანტი და როდის გამოქვეყნდება 2025 წელს დაფინანსებულთა სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ დავიბრუნოთ საპრეტენზიო განაცხადისთვის გადახდილი თანხა – საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე