გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 18 აგვისტოს, 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
გამოსაცდელებს უკვე შეუძლიათ ნახონ ოთხივე ნაწილის – წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის პირველადი შედეგები.
საკუთარი შედეგის გასაგებად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
ტესტები და შეფასების სქემები/სწორი პასუხები
მნიშვნელოვანია: საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს ნებისმიერ სამ ნაწილში გადალახავს. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.
გამოცდის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 აგვისტოს 18:00 საათამდე. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება