გამოქვეყნდა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო – ე.წ. უფასო ფაკულტეტები 2024-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, დღეს, 18 ივლისს, გამოქვეყნდა 2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
იხილეთ ე.წ. უფასო ფაკულტეტები უნივერსიტეტების მიხედვით
ასევე იხილეთ 2024-2025 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობები:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები.
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომ − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება):
ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,524,500.00 ლარი;
ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3,966,750.00 ლარი;
გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900,000.00 ლარი;
დ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,124,000.00 ლარი;
ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 967,500.00 ლარი;
ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 562,500.00 ლარი;
ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 587,250.00 ლარი;
თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 659,250.00 ლარი;
ი) სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 207,000.00 ლარი;
კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 225,000.00 ლარი.
2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები იხილეთ მინისტრის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
- რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება