გამოვლინდა CIU, GETA და GAG ერთობლივი პროექტის – „ღვინის ტურიზმის“ ოთხი გამარჯვებული
გამოვლინდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) ერთობლივი პროექტის – „ღვინის ტურიზმის“ ოთხი გამარჯვებული.
გამარჯვებულები ესპანეთში გაემგზავრებიან, სადაც მათ ესპანურ მარნებში უფასო ორკვირიანი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
გამარჯვებულებს და პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები განსაკუთრებულმა სტუმარმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთში და GETA-ს საპატიო პრეზიდენტმა – ილია გიორგაძემ გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიტენტი დალილა ცატავა, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ბოდაველი, CIU-ს უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი ლელა მახოხაშვილი.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ალაფურშეტი, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობითი ურთიერთობები განიხილეს.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი