გამოხმაურება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი სოსიაშვილის წიგნზე „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“
გამოხმაურება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის წიგნზე „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“:
ნაშრომში გაანალიზებულია პატარა ლიახვის ხეობის, შიდა ქართლის ამ უძველესი ნაწილის ისტორიული წარსული. მასში კარგად არის ასახული პატარა ლიახვის ხეობის მნიშვნელობა შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ავტორი მრავლად იყენებს კვლევისთვის აუცილებელ როგორც ქართულ, ასევე უცხოენოვან დოკუმენტურ წყაროებს მემუარულ და სამეცნიერო ლიტერატურას, პერიოდიკას. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი აქვს ისტორიული გეოგრაფიის მიმოხილვას. სადაც პატარა ლიახვის ხეობის გეოგრაფიული მხარეების ისტორიის დეტალური ანალიზი არის გაკეთებული. კარგად არის წარმოჩენილი მხარის ონომასტიკონი, გაკეთებულია მისი მეცნიერული ანალიზი. ავტორს შესწავლილი აქვს ხეობის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის და მიგრაციის თემა. ასევე, მისი მიზეზები და შედეგები. ნაშრომში ერთი თავი ეძღვნება ხეობის არქეოლოგიურ მასალას, რაც ადგილზე ადამიანის ცხოვრების ინტენსიური კვალს ადასტურებს.
მონოგრაფიაში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის, პატარა ლიახვის ხეობის მის შემადგენლობაში შეყვანის ისტორია და ამასთან დაკავშირებთ მოსახლეობის პროტესტის საკითხი. ავტორი აღნიშნავს, რომ ჯერ ბოლშევიკური, ხოლო შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკამ უარყოფითი როლი ითამაშა ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, რამაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ რეგიონში ეთნოკონფლიქტი, ხოლო 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომი გამოიწვია. რასაც მოჰყვა რეგიონისთვის სავალალო შედეგები.
ავტორის დასკვნით, წარმოდგენილი ნაშრომს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, იმ ისტორიის და ფასეულობების ობიექტური წარმოჩენა, რასაც ქართველთა და ოსთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ეფუძნება.
ვფიქრობთ, ზემოაღნიშნული ნაშრომი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არამხოლოდ შიდა ქართლის, არამედ საქართველოს ისტორიის კვლევის თემაზე შექმნილ ღირებულ ნაშრომებს შორის.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი