გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
20 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე -„ქისტები“, საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც მკვლევარი, ქალბატონი მექა ხანგოშვილი უძღვებოდა.
უნივერსიტეტის მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მკვლევარმა ისაუბრა თემაზე: „ქალის ფენომენი ქართულ და ქისტურ სინამდვილეში: გზა ქართლოსიანთა დედოფლობიდან ძურძუკთა თანამედროვეობამდე“.
ღონისძიება შეეხებოდა ისტორიულ, ეთნოკულტურულ და გენდერულ საკითხებს, რაც მსმენელებს შესაძლებლობას აძლევდა, ორგანიზებულად და სიღრმისეულად შეეფასებინათ ქისტი ქალის როლი როგორც წარსულში, ისე თანამედროვე რეალობაში.
შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი