GE

განათლება მდგრადი განვითარებისთვის – რა ამოცანები დგას მასწავლებელთა წინაშე

ავტორი: მაია ბლიაძე, გეოგრაფიის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის

განათლება- თითოეული ადამიანის უფლებაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა და პოტენციალი აქვს. თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების პრინციპები სწორედ განათლებას ეფუძნება… არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი მისია, ვიდრე საყოველთაო განათლებაა“

კოფი ანანი, გაეროს გენერალური მდივანი 1997-2006 წლებში,
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (2001)

ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ნათელი ხდება, რომ გარემო, რომელშიც თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს, არც ისეთი სახარბიელოა, როგორიც გვინდა რომ იყოს: ჰაერი დაბინძურებულია, წყალი და საკვები ყოველთვის ვერ პასუხობს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს, იცვლება კლიმატი, იწურება ბუნებრივი რესურსები, ქრება მცენარეებისა და ცხოველების სახეობები, მცირდება ბიომრავალფეროვნება და ნადგურდება ეკოსისტემები. საცხოვრებელი გარემო შეიცვალა და განაგრძობს ცვლილებას არც თუ სასიკეთო მიმართულებით…

ამიტომაც, გასაკვირი არაა რომ, ადამიანებს უჩნდებათ კითხვები:

  • რატომ და რამდენად შეიცვალა გარემო?
  • რა ელის კაცობრიობას ხვალ?
  • შეიძლება თუ არა ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოს „შერიგება“?
  • როგორი სამყარო გვინდა მომავალში?
  • როგორ შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ?
  • როგორ შევაჩეროთ ნეგატიური ცვლილებების განვითარება ბუნებასა და საზოგადოებაში?

განათლება მდგრადი განვითარებისათვის (გმგ) კონცეფციის შემუშავება იუნესკოს პასუხია ამ კითხვებსა და არსებულ პრობლემებზე. თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერებისა და განათლების როლი და მნიშვნელობა სცდება ახალი ცოდნის შეძენისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ჩარჩოებს. განათლება ყოველთვის წარმოადგენდა მოქმედ ინსტრუმენტს აზროვნებისა და ქცევის სტერეოტიპების შესაცვლელად, საზოგადოების, ეკონომიკისა და, მთლიანად, სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ დღესაც, განათლებას უმთავრესი როლი აკისრია იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითრების მისაღწევად.

მდგრადი განათლება და განათლება მდგრადი განვითარებისათვის ერთმანეთის შემცვლელი ტერმინებია და ორივე მდგრადობის სწავლების პრაქტიკას აღწერს. XXI საუკუნის პირველ საერთაშორისო დოკუმენტში „ დღის წესრგი – მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ“ , განათლება განსაზღვრულია, როგორც მდგრადი განვითარების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და გამოყოფილია განათლების სფეროში მოქმედების არეალები.

განათლება მდგრადი განვითარებისათვის კონცეფციის საფუძველია:

  • საყოველთაობა და განათლების უწყვეტობა;
  • მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან;
  • თანამედროვე მეცნიერული მიღწევების ინტეგრაცია ეკოლოგიურად მდგრადი სოციუმის მოდელების განვითარებისათვის;
  • სწავლებისა და აღზრდის შეთანაწყობა;
  • სწავლებისას ინტერდისციპლინური მიდგომა;
  • პოზიტიური ურთიერთკავშირი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის და გამოცდილებასა და შემოქმედებითობაზე დაფუძნებული სწავლება.

განათლება მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელობის გასააზრებლად და აღიარებისთვის გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005-2014 წლები „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ ათწლეულად გამოაცხადა.

მდგრადი განვითარების საკითხების შესწავლა მოითხოვს ერთიან, ინტერდისციპლინარულ, საგანთაშორისო მიდგომას. მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები ორგანულად უნდა შეეთვისოს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინების პროგრამებს. გაკვეთილებზე მუდმივად უნდა ექცეოდეს ყურადღება შესასწავლ საგანსა და ბუნებრივი, ეკონომიკური, სოციალური და ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის სხვა ასპექტების მდგრადობას ან არამდგრადობას შორის ურთიერთკავშირს. სწავლების პროცესი აუცილებელად ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მოსწავლეებმა თავად გამოიტონან დასკვნა ადამიანის ცხოვრებასა და გარემოს შორის ჰარმონიულობის აუცილებლობის არსებობის შესახებ.

განათლება მდგრადი განვითარებისათვის არც ახალი პროგრამაა და არც ახალი დისციპლინა. იგი, მხოლოდ და მხოლოდ, განათლების სფეროში პოლიტიკის მიდგომების შეცვლაა და მისი ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიზანი ისაა რომ, დაეხმაროს პედაგოგებს, რათა მათ შეძლონ ჩართონ მდგრადი განვითარების ამოცანები და იდეები საკუთარ სასწავლო პროგრამებში. ცხადია, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა უმთავრესი მაინც პედაგოგთა, და მთელი განათლების სისტემის დაინტერესებაა, თუმცა საზოგადოების წინაშე მდგარი ამ პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზები არ არსებობს. აუცილებელია ადამიანებს ვასწავლოთ უკეთ გააცნობიერონ, შეიმეცნონ და გაიაზრონ ის, რაც ჩვენ გარემომცველ გარემოში, ეკონომიკასა და საზოგადოებაში ხდება და დღესვე იპოვონ პრობლემების გადაწყვეტის ოპტიმალური გზები საზოგადეობის ყველა წევრისა და გარემოს ინტერესების დაცვისა და ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით.

ახალი ცივილიზაცია უნდა დაიწყოს ახალი ეკონომიკით, ახალი მეცნიერული ცოდნითა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ და გაითავისონ ახალი სამოქალაქო მიდგომები და მორალური პრინციპები.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კონცეფცია „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ დინამიურია და მოიცავს განათლების სისტემაში ჩართულ ყველა მხარეს, კადრების მომზადებას და საზოგადოების ყველა წევრის სწავლებას, აღზრდას, ცოდნის შეძენას და იმ უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (United Nations Environment Programm, UNEP) მდგრადი განვითარების ინტერესების გათვალსიწინებით შემდეგი სტარტეგიული საგანმანათლებლო მიზნები გამოყო:

  • ეკონომიკის ყველა ძირითადი სექტორის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;
  • საიმედო და ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა ჯანმრთელი და პროდუქტიული ცხოვრების ინტერესების გათვლისწინებით;
  • გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება საგანმანათლებლო და მოსახლეობის ინფორმაციულობის ამაღლების პროგრამებში;

ცხადია, განათლებას მდგრადი განვითარებისათვის შეუძლია და უნდა გამოიყენოს როგორც ტრადიციული, ისე ეკოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების სფეროს ყველა პოზიტიური მიღწევა, გაამდიდროს იგი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონტექსტით ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს შესაძლებლობა იმსჯელონ, გააანალიზონ და გაიაზრონ მომხმარებლობითი ქცევები, ბიზნესი, ტექნოლოგიები, სოციალური თანასწორობა, და რაც ყველაზე მთავარია – ისწავლონ და შეძლონ მომავლის პროგნოზირება.

იმისათვის, რომ მდგრად მსოფლიოში ვიცხოვროთ, ადამიანებმა უნდა შეძლონ წარმოიდგინონ მდგრადი მომავალი და ის რეალისტური გზები და ხერხები, რომლებიც დაგვეხმარება მასთან მისასვლელად; იმისათვის, რომ მდგრადი განვითარების იდეები მოსწავლეებისთვის ნამდვილად მიმზიდველი და ატრაქციული გახდეს მასწავლებლებმა უფრო ხშირად უნდა განიხილონ ის საკითხები, რომლებიც ამა თუ იმ გეგმების და პროგრამების რეალიზაციის შედეგად მიღებულ პირად სარგებლობას ეხება.

ქვეყნის (ქალაქის, სოფლის მუნიციპალიტეტის) ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების მდგრადი განვითარების უნივერსალური მოდელი არ არსებობს. თითოეული სახელმწიფო თავად განსაზღვრავს პრიორიტეტებს, მოქმედების პროგრამას და გამოყოფს თავის სპეციფიკურ მიზნებსა და ამოცანებს ადგილობრივი ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე და სახავს მათი გადაჭრის ოპტიმალურ გზებს.

განათლება მდგრადი განვითარებისათვის – ესაა მუდმივი შემეცნებისა და სწავლების პროცესი. მასწავლებლები მუდამ მზად უნდა იყვნენ გადახედონ და ხელახლა გაიაზრონ ადრე არსებული და დამკვიდრებული შეხედულებები, რომელთა საპასუხოდ მსოფლიოში ხდება და კვლავაც მოხდება ცვლილებები.

მასწავლებლების წინაშე 4 ძირითადი ამოცანა დგას:

1. დაეხმაროს მოსწავლეებს შეიმეცნონ რატომაა მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გაგება საჭირო და აუცილებელი;
2. აქტიურად ჩართონ მოსწავლეები მდგრადი განვითარების პრობლემების განხილვაში;
3. ასწავლონ როგორ უნდა შეძლონ პრობლემების სხვადასხვა რაკურსით განხილვა;
4. ასწავლონ და წაახალისონ მოსწავლეები, რომ მდგრადი განვითარების პრობლემებზე იფიქრონ არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ ფორმალური განათლების სისტემის გარეთაც;

დადგა დრო, როცა პედაგოგებმა, განათლება მდგრადი განვითარების მოთხოვნების შესაბამისად, კრიტიკულად უნდა გადახედონ თავის საქმიანობას. პრობლემის გასააზრებლად შერჩეული მაგალითები, სასურველია, დაკავშირებული იყოს მოსწავლეთა საცხოვრებელ ლოკაციასთან, რეგიონთან. ამ შემთხვევაში ისინი უფრო ნაცნობი, რეალური და გასაგებია მოსწავლეთათვის, და შესაბამისად, იზრდება მათი განხილვისა და ანალიზის მოტივაცია.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://en.unesco.org/themes/education-sustainable-developmenthttps://en.unesco.org/themes/education-sustainable-development/what-is-esdhttps://www.developmenteducationreview.com/issue/issue-6/education-and-sustainable-developmenthttps://www.un.org/sustainabledevelopment/education/

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური