განათლების კომიტეტი სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლისთვის მოკვლევას ჩაატარებს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები განხორციელდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ 25 მაისს გამართულ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წლის განმავლობაში კომიტეტი ექვს თემატურ მოკვლევას განახორციელებს და შესაბამის ანგარიშებს მოამზადებს. მისივე განმარტებით, განახლებული სამოქმედო გეგმის თანახმად, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ახალი თემატური მოკვლევის – საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევების შესწავლა იგეგმება.
განახლებული სამოქმედო გეგმის ინგლისურენოვანი ვერსია, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უცხოურ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეგზავნებათ, რომლის შემდეგაც ერთობლივი აქტივობები განისაზღვრება.
გარდა ამისა, სხდომაზე გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გააცნო ინფორმაცია. საკითხი შეეხებოდა – საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებას. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ თემატურ ჯგუფს იგი უშუალოდ უხელმძღვანელებს და ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში არსებული ექვსი უნივერსიტეტის მონახულება და იქ არსებული მდგომარეობის გაცნობა იგეგმება.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ბაია კვიციანის კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცეს.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება