განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) 2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. წლიური ანგარიშის წარდგენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
EMIS-ს ხელმძღვანელმა ლაშა ვერულავამ მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებსა და დასახულ გეგმებზე ისაუბრა. განიხილეს სისტემის მიერ განხორციელებული პროექტები:
– eFlow – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა;
– CAT – 2013; eVet – პროფესიული სასწავლებლების მართვის სისტემა;
– სკოლების ერთიან ქსელში ჩართვა (ინტერნეტიზაცია);
– eTurniquet – თანამშრომელთა მოსწრების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;
– eRofficers – მანდატურის საინფორმაციო სისტემა; eRegistry – ზოგადი და უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების რეესტრი;
– „ბუკი“ – საგანმანათლებლო თამაშების შექმნა/ლოკალიზება;
– Chess – „ჭადრაკი სკოლაში“; eRegistration – ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა;
– ელექტრონული ტესტირების სისტემა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები:
– eSchool – სკოლების მართვის საინფორმაციო სისეტმა/ელექტრონული ჟურნალი;
– eStats – მონიტორინგის სისტემა;
– EMIS-ში არსებული კოლეჯის სასწავლო პროგრამების ადაპტიერბა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
– Vet.ge – პროფესიული კოლეჯების პორტალი;
– სარეზერვო მოანაცემთა ცენტრის შექმნა;
– არსებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება;
– საჯარო სკოლების VoIP სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა;
– პირველკლასელთა ელექტონული რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა;
– eFlow – სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის და საშვთა ბიუროს მოდულების დამატება;
– eGIS – გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შემოღება;
– IT School – საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ სასწავლო პროგრამის შემუსავება სკოლის მოსწავლეებისათვის; ტრეინინგ ცენტრი განვითარება და სხვა.
ქეთევან ნატრიაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა სისტემის თანამშრომლებს და ნაყოფიერი და პროდუქტიული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება უსურვა.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო