განათლების მინისტრმა მასწავლებლებს ახალი სახელფასო პოლიტიკა გააცნო
მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება ეტაპობრივად, 2015-2017 წლების განმავლობაში დაიგეგმა. ამ თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საქართველოს საჯარო სკოლების 300-მდე პედაგოგს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
შეხვედრაზე მოწვეული პედაგოგები, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ახალ სახელფასო პოლიტიკას გაეცნენ.
2015-2016 აკადემიურ წელს სკოლის პედაგოგის ხელფასის ზრდა განხორციელდება ორჯერ. 2015 წლის ზრდა გათვალისწინებულია “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში”, ხოლო 2016-2017 წლებში ხელფასის ზრდა განხორციელდება მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით.
პირველადი ზრდა განხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან. საბაზო ხელფასი გაიზრდება 17%-ით.
სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოისაზრება, გაიზრდება საშუალოდ 31-34%-ით.
საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე შესაბამისად იქნება 760 და 860 ლარი.
2015-2016 აკადემიური წლის ხელფასის ზრდის მეორე ეტაპი განხორციელდება 2016 წლის აპრილიდან. საბაზო ხელფასი ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება.
მასწავლებელის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოისაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრული განაკვეთის შემთხვევაში გაიზრდება საშუალოდ 47%-ით.
საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე შესაბამისად გახდება 875 და 1085 ლარი.
2017 წლის იანვრიდან განხორციელდება მასწავლებლის ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი.
მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოისაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრულ განაკვეთის შემთხვევაში გაიზრდება საშუალოდ 88%-ით.
საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე შესაბამისად გახდება 1050 და 1250 ლარი.
მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიუახლოვდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელს 2017 წლისათვის, როდესაც მასწავლებელთა ანაზღაურება, ამჟამინდელ საშუალო ანაზღაურებასთან შედარებით გაიზრდება და მიაღწევს საშუალოდ 800-1000 ლარს.
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო