იოჰანეს ჰანს, პრემიერსა და განათლების მინისტრს IBSU-ს სტუდენტები აქციით დახვდნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნაზე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს საპროტესტო აქციით დახვდნენ. შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ.
ადგილზე მისულ განათლების მინისტრს ჟურნალისტებმა პირველი კითხვა სწორედ ამ საკითხზე დაუსვეს. კითხვაზე, რას უპასუხებდით აქციის მონაწილეებს, მინისტრმა განმარტა, რომ კანონით დადგენილი პროცედურების გავლა აუცილებელია.
„მოხარული ვართ, რომ უნივერსიტეტი მიჰყვება იმ პროცედურებს, რომელიც ხარისხის სამსახურის მიერ იყო გაცხადებული.
როგორც მე ვიცი, შეიტანეს აპელაციაზე განცხადება, რომელსაც განიხილავს აპელაციის კომისია და შემდეგ უკვე განხილული განცხადება წარედგინება ავტორიზაციის საბჭოს და შესაბამისად, ვადებით და პროცედურებით მოხდება ყველაფრის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მოგვიანებით საკითხზე კომენტარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმაც გააკეთა.
“მე ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, რაც ხდება. ვფიქრობ, ეს მთავრობასთან განსახილველი საკითხია”- განუცხადა ჟურნალისტებს იოჰანეს ჰანმა.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტმა დაფარა დავალიანება ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უკვე შეიტანა განაცხადი სააპელაციო კომისიაში.
მოამზადა გიორგი ხუხიამ
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება