განათლების საერთაშორისო დღეს „ევროპის უნივერსიტეტში“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართა
24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის „განათლება ქმნის მომავალს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-მდე მე-12 კლასელმა მიიღო. აბიტურიენტებმა განათლებასთან დაკავშირებულ თემებზე ესეები ორ ქალქში, თბილისსა და ქუთაისში, შეასრულეს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა დამსწრეებს განათლების საერთაშორისო დღე მიულოცა და ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები კი სპეციალურად დაწესებული გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდნენ.
პირველი ადგილი ზესტაფონის მესამე სკოლის მოსწავლემ მარიამ დარბაიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ასევე ზესტაფონის მესამე სკოლის მოსწავლე მარიამ გიორგობიანი გავიდა, მესამე ადგილი კი ქუთაისის N1 საჯარო სკოლის აბიტურიენტს კესო ყუბანეიშვილს ერგო.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი