განათლების სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ტრაგედიის შესწავლაში ჩაერთო
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ტრაგედიის შესწავლაში ჩაერთო. უწყების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა კერძო სკოლაში მოხდა, სამინისტრო საკუთრი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს მომხდარ ფაქტს.
15 წლის მოზარდი 11 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტა, რასაც წინ უძღოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისი დაკითხვა. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს, რამ მიიყვანა მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე, მეორე მხრივ კი – უნდა გასცეს პასუხი კითხვას, მოხდა თუ არა მასზე ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში, რაშიც ოჯახი დარწმუნებულია.
10 დეკემბერს „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს კედელბზე წითელი საღებავით შესრულებული წარწერები დახვდათ, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ 112-ში დარეკა. მოზარდი პოლიციამ სკოლის ტერიტორიიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით იპოვა. პოლიციაში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ კი მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა, ის ახლა კომაშია.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურსა და მე-100 საჯარო სკოლის დირექტორს თეა კალანდაძეს შეხვდა და მათგან მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის დირექტორის მოადგილე გიგი ჩიფჩიური და მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეო ჩიტიაშვილი. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ,მინისტრის მოადგილემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიასთან ერთად იაშვილის კლინიკაში დაზარალებული მოზარდი მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს ესაუბრა.
„სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. იმის მიუხედავად, რომ საკითხი ეხება კერძო სკოლას, სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლობს ამ ფაქტს და მოზარდის “მწვანე სკოლაში” სწავლის დროს მიმდინარე პროცესებს . ასევე, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით“- ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება