GE

განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს კურატორობას ნოდარ პაპუკაშვილი გაუწევს

2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა და სამინისტროში ახალგაზრდობის სააგენტოს კურატორობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი გაუწევს.

ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 10 იანვარს გაავრცელა.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე გამართა.

“მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და მის განხორციელებაში სააგენტოს როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით კონკრეტულ ხედვებზე ისაუბრა. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

ამ დრომდე არ გაჟღერებულა რა მიმართულებას ჩააბარებს გიორგი ამილახვარი მის პირველ მოადგილეს, მოსამართლე ალექსანდრე წულაძეს, რომელიც მოადგილის თანამდებობაზე 29 დეკემბერს დანიშნა. განათლების წინა მინისტრების პრველი მოადგილეები, როგორც წესი, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებას კურირებდნენ.

ასევე იხილეთ:

განათლების მინისტრს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური