განათლების მინისტრს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველ მოადგილედ ალექსანდრე წულაძე დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 29 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა.
მათი ინფორმაციით, ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით.
“ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ”, – წერია გიორგი ამილახვარის უწყების პრეს-რელიზში.
ასევე იხილეთ:
2023 წელი განათლებაში – რაც მოხდა, რაც არ მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო და რაც ჯობდა, არ მომხდარიყო
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება