განათლების სამინისტროს განცხადება 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მობილობის პირობები განისაზღვრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უცყების განმარტებით, ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი.
“იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული ის საგანი, რაც, კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სფეროების მიხედვით, შეუძლიათ 2021 წლის 31 მარტის 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე (online.naec.ge) მხოლოდ ამ საგნის ჩაბარების მიზნით. გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 10 ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის არსებული პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი დაწესებულებების მიხედვით იხილეთ ბმულზე.
დეტალური ინფორმაცია ნახვა შესაძლებელია: https://www.emis.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 032 2 200 220″, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
ვის მოუწევს გამოცდის ჩაბარება მობილობის დროს – ცვლილება შესაბამის წესში უკვე განხორციელდა
ეროვნულ გამოცდებზე საგნის გადაბარება – რა იცვლება სტუდენტთა მობილობის წესში
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება
-
გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების აკადემიური შედეგები მძიმეა – რაზე საუბრობს განათლების მკვლევარი გადატვირთული სკოლების კონტექსტში
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროშიც პრემიერ-მინისტრს სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება – რა ცვლილება მიიღო პარლამენტმა
by ARIS.GE-განათლება