GE

განათლების სამინისტროს ”გერები”: პატარა ლილოს სკოლის აუტანელი ყოფა

სოფელ პატარა ლილოში ერთადერთი სკოლა ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები მეზობელი სოფლებიდანაც დაიარებიან. 2007 წელს, მცირე კონტიგენტის გამო ის თბილისის 215-ე საჯარო სკოლას შეუერთეს. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ამით პრობლემა არათუ მოგვარდა, პირიქით, გაუარესდა. სკოლაში შექმნილი ე.წ. კლას-კომპლექტები, სადაც 1-დან 4–მდე და 5 –6 კლასებში გაკვეთილებს ატარებენ, სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება, ჩივიან მშობლები.

ადგილობრივები და სკოლის დირექტორი გამოსავალს სკოლის განცალკევებაში ხედავენ. განათლების და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლა არ დაიხურება. ადგილობრივების თქმით, სწავლების დაბალი ხარისხის და ცუდი პირობების გამო, სკოლაში ახალი მოსწავლეების ნაკადი თანდათან მცირდება. მშობლების უმეტესობამ ბავშვები სხვა სკოლებში გადაიყვანა. თუ ასე გაგრძელდა, სკოლა თავისთავად დაიხურება, შიშობენ მშობლები. არადა, სოფელში 150 კომლი ცხოვრობს.

განათლების სამინისტროს ”გერები”: პატარა ლილოს სკოლის აუტანელი ყოფა

Aris.ge-განათლება დღეს პატარა ლილოში იმყოფებოდა. სკოლა დავათვალიერეთ. ვესაუბრეთ როგორც პედაგოგებს, ასევე, მოსწავლეების მშობლებს. მოვისმინეთ მათი გასაჭირი. სკოლა შველას განათლების და მეცნიერების სამინისტროს სთხოვს.

2 სართულიანი სკოლის შენობა სამინისტროს დაფინანსებით წელს გადახურეს, ფანჯრები შეცვალეს და გათბობის სისტემა დაამონტაჟეს. პირველი, რაც სკოლაში მისულს თვალში მოგხვდებათ ცარიელი აბრაა, უფრო სწორად ჩონჩხი, სადაც ერთ დროს ალბათ წარწერა იქნებოდა. თუმცა, დღეს ეს წარწერა არ არსებობს. კიბეებზე ადიხართ, თუმცა, მოაჯირი არ აქვს. ადვილი შესაძლებელია თამაშის დროს თანატოლებმა ერთმანეთს ხელი ჰკრან და რომელიმე გადავარდეს.

215-ე სკოლაში 360 მოსწავლეა. აქედან, პატარა ლილოს სკოლაში 35.

განათლების სამინისტროს ”გერები”: პატარა ლილოს სკოლის აუტანელი ყოფა

‘’2007 წელს, როცა 215-ე სკოლასთან შეგვაერთეს, 80-მდე მოსწავლე გვყავდა. ჩვენთან სწავლა მე-9 კლასამდეა. ბევრმა მშობელმა გაიყვანა ბავშვი. ამიტომ, რაოდენობა შემცირდა. სკოლაში კლას-კომპლექტებია, მასწავლებელი გაკვეთილს რამდენიმე კლასს ერთად უტარებს, რაც არ მოგვწონს, მაგრამ სხვა გზა არ არის. სხვანაირად ფულს არ გვიხდიან. 10 საათს ვატარებთ, სინამდვილეში კი მხოლოდ 5 საათის თანხას გვიხდიან. სერთიფიცირებული პედაგოგიც გვყავს, მაგრამ დანამატს ვერ იღებს, რადგან ფიზიკურად აქ 18 საათი არ არსებობს,” – გვითხრა ისტორიის მასწავლებელმა, ამ სკოლის ყოფილმა დირექტორმა ციალა ხმალაძემ.

თავის მხრივ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლებიც.

განათლების სამინისტროს ”გერები”: პატარა ლილოს სკოლის აუტანელი ყოფა

‘’2007 წელს, როცა 215-ე სკოლასთან შეგვაერთეს, 80-მდე მოსწავლე გვყავდა. ჩვენთან სწავლა მე-9 კლასამდეა. ბევრმა მშობელმა გაიყვანა ბავშვი. ამიტომ, რაოდენობა შემცირდა. სკოლაში კლას-კომპლექტებია, მასწავლებელი გაკვეთილს რამდენიმე კლასს ერთად უტარებს, რაც არ მოგვწონს, მაგრამ სხვა გზა არ არის. სხვანაირად ფულს არ გვიხდიან. 10 საათს ვატარებთ, სინამდვილეში კი მხოლოდ 5 საათის თანხას გვიხდიან. სერთიფიცირებული პედაგოგიც გვყავს, მაგრამ დანამატს ვერ იღებს, რადგან ფიზიკურად აქ 18 საათი არ არსებობს,” – გვითხრა ისტორიის მასწავლებელმა, ამ სკოლის ყოფილმა დირექტორმა ციალა ხმალაძემ.

თავის მხრივ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლებიც.

”ვისაც საშუალება აქვს, ყველამ გაიყვანა ბავშვები, თბილისის სხვადასხვა სკოლებში, ზოგმაც კერძო სკოლაში გადაიყვანა. ვისაც საშუალება არ გვაქვს, რა ვქნათ? სად გინახავთ, რომ პირველი და მე-4 კლასის მოსწავლეებს ხელოვნების, ისტორიის გაკვეთილები ერთად ჩაუტარონ? მათ ხომ სხვადასხვა პროგრამა აქვთ. თანაც, გაკვეთილები ნახევარი საათი გრძელდება, ე.ი. 15-15 წუთი, ეს ხომ საკმარისი არ არის? რა უნდა ისწავლოს ბავშვმა? 80-მდე ბავშვი სწავლობდა. თუმცა, ეს რაოდენობა შემცირდა. თუ ასე გაგრძელდება, მალე სკოლა თავისთავად დაიხურება. სოფლებიდან – ზემო და ქვემო ქვიშიანიდან ბავშვები ამ სკოლაში დადიან. თანაც, ფეხით.” – გვითხრა მე-3 კლასის მოსწავლის დედამ ლელა ბაქრაძემ.

განათლების სამინისტროს ”გერები”: პატარა ლილოს სკოლის აუტანელი ყოფა

სკოლას მანდატური არ ჰყავს. ‘’დირექტორს როცა მოვთხოვეთ, გვიპასუხა, მხოლოდ 2 მანდატური მყავს და როგორ მოგცეთო. ფიზკულტურის მასწავლებელის ფუნქცია შეითავსა და კვირაში ორჯერ ამოვალ, ბავშვებს ჩემი მოერიდებათო. დანარჩენ დღეებში რა უნდა ვქნათ?” – გვეუბნება მშობელი.

სკოლის დათვალიერების შემდეგ ჩვენს რესპოდენტებს გარეთ მივყავართ. გვიჩვენებენ სახურავს, რომელსაც საწვიმარი არ აქვს. წვიმის დროს ჩამოსული წყალი საძირკველში ჩაედინება. ”აქ მკაცრი ზამთარი იცის. ყინვის დროს რომელი ბავშვი იქნება დაცული, რომ სახურავის ქვეშ არ გაირბენს და ამ დროს ჩამოცურებული ყინული არ მოხვდება?” – გვეუბნებიან მშობლები.

გეზი იქვე მდებარე სპორტული დარბაზისკენ ავიღეთ. ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია, იატაკი ყანყალებს, კოჭები დამპალია, ჭერი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვარდეს. ამიტომ, დარბაზში ბავშვებს შესვლა ეკრძალებათ. იქვეა სპორტული მოედანიც. თუმცა, სიცივის გამო აქ ბავშვები სათამაშოდ ნაკლებად გამოდიან. თანაც, იქვე, მოედანზე გათბობის საქვაბეებია დამონტაჟებული.

განათლების სამინისტროს ”გერები”: პატარა ლილოს სკოლის აუტანელი ყოფა

სპორტული დარბაზის მსგავსად, საპირფარეშოც გარეთ არის, რომელიც საშინლად გამოიყურება. კარები არ აქვს. სრული ანტისანიტარიაა. მშობლების თქმით, სკოლას იმის ფულიც არ აქვს, რომ დამლაგებელს გადაუხადოს. ამიტომ, გაკვეთილების შემდეგ, კლასებს თავად ალაგებენ.
ამის შემდეგ, ვარკეთილის მეურნეობაში მდებარე 215-ე სკოლისკენ გავეშურეთ. პატარა ლილოსგან ის 5 კილომეტრით არის დაშორებული. სკოლა კარგად გამოიყურება. შენობა, კლასები, საპირფარეშო გარემონტებულია.

თეიმურაზ აბრამიშვილი სამი წელია, რაც ამ სკოლის დირექტორია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კლას-კომპლექტები მისი მოგონილი არ არის და ეროვნულ სასწავლო გეგმას იშველიებს. თუმცა, ჩვენს შეკითვაზე, ასეთი გადაწყვეტილებით სწავლების ხარისხი გაუარესდა თუ არა, პასუხი არ აქვს.

მისი თქმით, არსებული ბიუჯეტით შეუძლებელია პატარა ლილოში მდებარე სკოლის შენახვა.

”მე არანაირად არ ვუწყობ ხელს ამ სკოლის დახურვას. სამწუხაროდ, სახსრები არ მყოფნის. სკოლა ვაუჩერულ დაფინანსებაზეა. სკოლის წლიური ბიუჯეტი 199 836 ლარია. 0,15% გვემატება, რადგან სკოლა შემოგვიერთეს. აქედან, 70% მასწავლებლების ხელფასია, 13%– კომუნალური გადასახადებისთვის, 17%– ტექნიკური პერსონალის ხარჯია. მხოლოდ აგვისტოში შევძელი გაზის გადასახადის დავალიანების დაფარვა. მეორე კორპუსში (იგულისხმება პატარა ლილოს სკოლა)გათბობა გაიყვანეს და წელს ხარჯებს როგორ გავწვდებით, არ ვიცი. ძნელია აქედან სკოლის კონტროლი. კვირაში ორჯერ სკოლაში ავდივარ, რადგან ფიზკულტურას ვატარებ.”

-სად ატარებთ ფიზკულტურის გაკვეთილებს?

-ჯერჯერობით, ეზოში

-როცა აცივდება?

-სპორტულ დარბაზში

სადაც მინები ჩამსხვეულია, იატაკი ყანყალებს და ჭერი როდის ჩამოვარდება არავინ იცის? თქვენი აზრით, რამდენად უსაფრთხოა ასეთ დარბაზში ბავშვების შესვლა?

ველოდები ექსპერტიზის დასკვნას. თუ ნებას დამრთავენ, იქ ჩავატარებ. სხვა შემთხვევაში, ზამთარში ბავშვებს გაკვეთილი გაუცდებათ“.

დირექტორის თქმით,შექმნილი სიტუაციის შესახებ განათლების სამინისტრო საქმის კურსშია. თუმცა, გამოსავალი ჯერ არ ჩანს. მისივე თქმით, უმჯობესი იქნება პატარა ლილოში მდებარე სკოლა მათ გამოეყოთ: ” ასეთ შემთხვევაში სკოლას თავის თავს შეინახავს. შეიძლება უფრო უკეთ, ვიდრე დღეს არის. სკოლების შეერთებებმა შედეგი ვერ გამოიღო.”

როგორც Aris.ge-განათლებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პატარა ლილოში არსებული სკოლა არ დაიხურება. რაც შეეხება სახურავს, მათი თქმით, სარემონტო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.

P.S განათლების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში 9 ახალი სკოლა უნდა ააშენონ. ეს კარგია, მაგრამ ძველის განახლება და შენარჩუნებაც აუცილებელია. ასევე, იმ სპორტული დარბაზის შეკეთებაც, რომლის ასე დატოვებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

სალომე არის© გოგოხია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური