განიხილება თუ არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
საგანმანათლებლო საზოგადოების, მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან EDU.ARIS.GE-სთვის დასმულ კითხვების პასუხად, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვებისა და ამის შედეგად სკოლების შესაძლო დახურვის ალბათობა გამორიცხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებამ, რომელიც მან 31 ოქტომბერს გააკეთა.
როგორც მინისტრი აცხადებს, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
„საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით ეპიდემიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მათ შორის კახეთი და იმერეთი. ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, საზოგადოებაში გავრცელებულია ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნოემბრის დასაწყისში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები უნდა ამოქმედდეს, რომელიც მათ შორის შეეხება საგანმანათლებლო პროცესსაც.
ასევე იხილეთ:
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19