GE

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა მაჩვენებელი საქართველოს სკოლებში მკვეთრად მზარდია – უახლესი სტატისტიკა

სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში გადატანიდან ერთი თვის თავზე, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა მაჩვენებელი სკოლებში მკვეთრად მზარდია.

ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთვის იმ მონაცემებიდან გახდა ცნობილი, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან 29 ოქტომბერს მივიღეთ. ციფრები უახლესია, ვინაიდან, როგორც ცნობილია, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, შესაბამის საიტზე დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის, ან მისი გაუქმების სურვილის დაფიქსირება ყოველ ხუთშაბათ დღეს შეუძლიათ და მონაცემებიც სწორედ გუშინ განახლდა.

სისტანციურ სწავლებაზე, 22-10-2021 – 29-10-2021 პერიოდში დარეგისტრირდა 9 628 მოსწავლე, ხოლო დისტანციური სწავლებიდან დასწრებულ რეჟიმზე დაბრუნების სურვილი დააფიქსირა 3 632-მა პირმა.

თუკი ტენდენციას დავაკვირდებით, სამი კვირის მაჩვენებლები ასეთი იყო: სწავლის სკოლებში დაწყების დღისთვის, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც უარი თქვა სკოლაში წასვლაზე და დისტანციური სწავლება აირჩია 23 994-ს შეადგენდა; მეორე კვირაში მათ დაემატათ  10 457 და გამოაკლდათ მხოლოდ 1 448. თვის ბოლო კვირის მაჩვენებლით კი, დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების მოთხოვნა დააფიქსირა 3632-მა და დისტანციურ სწავლებას კიდევ 9 628 მოსწავლე დაუბრუნდა. შესაბამისად, 40 ათასამდე მოსწავლე საქართველოში დისტანციურ სწავლებას ირჩევს.

სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში 4 ოქტომბრიდან განახლდა.

ასევე იხილეთ:

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ონლაინ სწავლების არჩევის შემთხვევაში – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური