GE

გარდაბანში კსუ-ის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ლალი მიქელაძის საჯარო ლექცია გაიმართა

11 ივნისს, გარდაბნის ქალთა ოთახის ორგანიზებით (ხელმ. ლელა ლიპარტელიანი), გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ლალი მიქელაძის საჯარო ლექცია – „პროფესიიდან წარმატებამდე“.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ლექციის დაწყებამდე სტუმრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ტარიელ ჯანხოთელმა მიიღო, სადაც უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური