ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორმა “ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა
24 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტს” ზაგრების უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი, დოქტორი ფრან გალეტიჩი ეწვია.
პროფესორი, დოქტორი ფრან გალეტიჩი “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ლექციას თემაზე “ევროკავშირი – გუშინ, დღეს, ხვალ” გაუძღვა.
პროფესორმა მიმოიხილა ევროკავშირის გაფართოების საკითხები, ისაუბრა საქართველოს შესაძლო წევრობასა და იმ თორმეტ რეკომენდაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს დასახული მიზნის მისაღწევად.
ლექციის დასასრულს შედგა სიმულაციური თამაში, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებმა ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების როლი მოირგეს.
მონაწილეებს დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი