GE

გარე მობილობით „ევროპის უნივერსიტეტში“ მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა ცნობილია

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში „ევროპის უნივერსიტეტი“ გარე მობილობით 139 სტუდენტს მიიღებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის ელექტრონულ პლატფორმაზე სტუდენტების რეგისტრაცია 2024 წლის 21 აგვისტოდან დაიწყება და 9 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„ევროპის უნივერსიტეტში“ პროგრამების მიხედვით ვაკანტური ადგილების რაოდენობა, სწავლის საფასური და მისაღები სასწავლო სემესტრები განისაზღვრა.

1. სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ა) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური განისაზღვრა 4500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური განისაზღვრა 4500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე;

გ) არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – I სემესტრი – 3 ვაკანტური ადგილი, III სემესტრი – 5 ვაკანტური ადგილი, ჯამში 8 ადგილი, სწავლის საფასური 5000 ლარი (შენიშვნა: არქეოლოგიის პროგრამაზე სწავლა უფასოა, ყოველი მომდევნო სასწავლო სემესტრის დაფინანსების საკითხი განისაზღვრება წინა სემესტრის აკადემიური შედეგების შესაბამისად. დაფინანსებით სარგებლობისათვის დადგენილია შემდეგი პირობა: GPA არანაკლებ 85 ქულა (3.4).

2. მედიცინის ფაკულტეტი:

ა) დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 22 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასურია 7700 ლარი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

ბ) ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა – 22 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 4500 ლარი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე.

3. სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

ა) სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 12 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 5600 ლარი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

4. სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი:

ა) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა – 30 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური განისაზღვრა 4500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე.

5. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი :

ა) ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური განისაზღვრა 4500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია I, III, V და VII სასწავლო სემესტრებზე;

ბ) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური განისაზღვრა 4500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე;

გ) მენეჯმენტის სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური განისაზღვრა 2500 ლარით, მობილობა გამოცხადებულია I, III სასწავლო სემესტრებზე;

21 აგვისტოდან მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული: students.emis.ge.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური