GE

გარე მობილობით „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური განისაზღვრა

2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან „ევროპის უნივერსიტეტში“ მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური განისაზღვრა.

მობილობის მსურველებმა ელექტრონულ პორტალზე (https://students.emis.ge/) რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (emis.ge) მიერ განსაზღვრულ ვადებში.

„ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სწავლის საფასურთან დაკავშირებით სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს:

არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობით გადმოსულ სტუდენტს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება.

შენიშვნა: ყოველი მომდევნო სასწავლო სემესტრის დაფინანსების საკითხი განისაზღვრება წინა სემესტრის აკადემიური შედეგების შესაბამისად. დაფინანსებით სარგებლობისათვის დადგენილია შემდეგი პირობა: GPA არანაკლებ 85 ქულა (3.4).

„ევროპის უნივერსიტეტი“ შემოდგომის სემესტრისთვის მიღებას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე
  • არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – I სემესტრი – 3 ვაკანტური ადგილი, III სემესტრი – 5 ვაკანტური ადგილი

მედიცინის ფაკულტეტი:

  • დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 22 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე
  • ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა – 22 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე

სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 12 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი:

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა – 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

  • ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V და VII სასწავლო სემესტრებზე
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სასწავლო სემესტრებზე
  • მენეჯმენტის სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III სასწავლო სემესტრებზე

„ევროპის უნივერსიტეტში“ შემოდგომის სემესტრიდან მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის თითოეულ პროგრამაზე სწავლის საფასური განისაზღვრა შემდეგნაირად:

მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 32 2000171 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: Info@eu.edu.ge.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური