GE

გასაჯაროვდა თუ არა გამოცდებამდე სამაგისტროს პასუხები?! – “ნაეკის” განმარტება

“გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვებ-გვერდზე შემთხვევით, სავარაუდოდ, სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები რამდენიმე წუთით გამოაქვეყნა. საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 2018 წლის 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტესტის ტიპის გამოცდა ჩატარდა”, – ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტმომხმარებლებმა და მედიამ გაავრცელა. ცნობილია ისიც, რომ გავრცელდა წინასწარ გამოქვეყნებული პასუხების ფოტოები. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები. გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას”, – აღნიშნულია გამოცდების ცენტრის განცხადებაში.

ცნობისთვის გუშინ და დღეს მაგისტრობის მსურველებმა A ტიპის ტესტი წერეს და გამოცდების ცენტრმა შესაბამისი ტესტებისა და პასუხების გამოქვეყნება რამდენიმე საათით დააგვიანა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი ზემოთ თქმული ფაქტის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური