გათბობის პრობლემის გამო თბილისის 137-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა
საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები უკვე დასრულდა და დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. თუმცა სწავლა არ დაწყებულა თბილისის 137-ე საჯარო სკოლაში.
როგორც დირექტორი ირმა ზარდიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, სწავლა 21 იანვარს დაიწყება.
დირექტორის თქმით, სწავლის დაწყების გადადების მიზეზი, გამათბობლის ახალი ქვაბების დაყენება გახდა.
„სკოლაში სწავლის დაწყებამ გათბობის სისტემის ახალი ქვაბების დაყენების გამო გადაიწია, რომელსაც შაბათს ავანაზღაურებთ. სწავლას, სხვა სკოლებისგან განსხვავებით, 4 დღით გვიან დავიწყებთ. მოგეხსენებათ, პარასკევი დასვენების დღეა, შესაბამისად მოსწავლეები ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით არ მოვლენ სკოლაში“, – გვითხრა ირმა ზარდიაშვილმა.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება