გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ხელოვნება და უნარები – აბიტურიენტთა 5 გამოცდის შედეგი და შეფასების სქემები გამოქვეყნდა – გამოცდები 2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 3 აგვისტოს გამოაქვეყნა აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ზოგად უნარებში და შეფასების სქემები. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
იხილეთ შედეგები
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
ბიოლოგიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, ქიმიის – 63, გეოგრაფიის – 59, ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა კი – 80.
აბიტურიენტებს თითოეული ზემოხსენებული საგნის გამოცდა (გარდა ზოგადი უნარების გამოცდისა) ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი, ხოლო ზოგად უნარებში -მაქსიმალური ქულის 30%-ზე მეტი.
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები
მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება