გია დვალი ფიზიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა
5 სექტემბერს კამპუსს ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, გია დვალი ესტუმრა. მან ღია ლექცია ექსკლუზიურად თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა გამომგონებელთა საერთაშორისო ტურნირის (IYNT) გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ჩაატარა.
ქართველმა ფიზიკისმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხა ამომომწურავად.
გია დვალი გახლავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში და მაქს პლანკისსახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი მიუნხენში.
2001 წელს მიიღო ნიუ-ორკის მერის მიერდაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მასპირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. ქართველი ფიზიკოსი ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.
-
9 -12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი “ედისონის ლიგა – QUINTUS 2017” გამოცხადდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
“ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი