GE

გოეთეს ინსტიტუტში კონფერენცია გაიმართება თემაზე “ხელოვნება, მუზეუმი და ახალი სახის კონფლიქტები რეგიონში”

3 ნოემბერს პროექტის “დროის მანქანა – მუზეუმი” დასკვნითი კონფერენცია გაიმართება.

აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარი, ისტორიკოსი კარლ შლიოგელი და კურატორი კასპერ კიონიგი პროექტის მონაწილეებთან დისკუსიას გამართავენ ხელოვნებაზე, მუზეუმებსა და ახალი სახის კონფლიქტებზე რეგიონში.

კონფერენციის თემაა: “ხელოვნება, მუზეუმი და ახალი სახის კონფლიქტები რეგიონში”.

კონფერენციის სამუშაო ენებია გერმანული და რუსული. ღონისიებაზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის ძირითადი მონაწილეები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული კურატორები და მუზეუმის თანამშრომლები არიან.

კარლ შლიოგელი – სწავლობდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, მოსკოვსა და პეტერბურგში კი ფილოსოფიას, სოციოლოგიას, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას და სლავისტიკას. ამჟამად ოდერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტის, ვიადრინას, პროფესორია აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის დარგში. დაწერილი და გამოცემული აქვს მრავალი წიგნი.

კასპერ კიონიგი – 2000-2012 წლებში კიოლნის ლუდვიგის მუზეუმის დირექტორი იყო. 2014 წელს პეტერბურში ჩატარებული “მანიფესტა 10”-ის მთავარი კურატორია. 1989 წლიდან ფრანქფურტის საქალაქო სკოლის რექტორია. მისი ორგანიზაციით მრავალი დიდი გამოფენა გაიხსნა, მათ შორის “დასავლეთის ხელოვნება” 1981 წელს კიოლნის საგამოფენო დარბაზებში და მას შემდეგ 1984 წლიდან დიუსელდორფის ბაზრობის ფარგლებში. 1993 წელს ვენაში და ჰამბურგში “გატეხილი სარკე”. 2000 წელს კურირებდა ექსპო ჰანოვერის სახელოვნებო პროექტს “In-Between Architecture”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური