უნივერსიტეტებს AI-სგან თავის დასაცავად აუდიტორიაში ჩატარებული გამოცდების დაბრუნებას სთხოვენ – ბრიტანეთის მაგალითი
დიდ ბრიტანეთში უნივერსიტეტებს ფინანსური ჯარიმები და სახელმწიფო გრანტების შეჩერება ემუქრებათ, თუ ვერ შეძლებენ სტუდენტების მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით გამოცდების „გადაწერის“ შეჩერებას. მარეგულირებელი უმაღლეს სასწავლებლებს მოუწოდებს, სტუდენტების რეალური ცოდნის შესამოწმებლად უფრო აქტიურად გამოიყენონ კონტროლირებადი მეთოდები, რაც სააუდიტორიო ფორმატს ითვალისწინებს – დახურული წიგნის პრინციპით ჩატარებული წერითი გამოცდები, პრეზენტაციები და პრაქტიკული სამუშაოები.
როგორც გამოცემა „The Telegraph“-ის სტატიიდან ხდება ცნობილი, ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ინგლისის უმაღლესი განათლების დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ (Office for Students) საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტმა აჩვენა, რომ უნივერსიტეტების დიდი ნაწილი კვლავ იყენებს უკონტროლო ფორმატის დავალებებს, რომლებსაც სტუდენტები ChatGPT-ისა და სხვა ჩატბოტების დახმარებით სულ რაღაც რამდენიმე წუთში ასრულებენ. მარეგულირებლის გაფრთხილებით, ეს სასწავლო პროცესს აზრს უკარგავს, დიპლომების სანდოობას კი სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.
ანგარიშში მოყვანილი კვლევის მიხედვით, 2022 წელს ChatGPT-ის გამოჩენის შემდეგ სტუდენტებში AI-ის გამოყენება მასობრივი გახდა. კერძოდ, 2023 წლის ბოლოს დავალებების შესასრულებლად ხელოვნურ ინტელექტს სტუდენტების 53% იყენებდა, 2025 წლის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდა.
მკვლევრებმა 127 უმაღლესი სასწავლებლის 300-ზე მეტი სტუდენტი და თანამშრომელი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ AI-ის ამომცნობი პროგრამები არასანდოა და ტექსტს ზუსტად ვერ ცნობს. შედეგად, სტუდენტის ქულა ხშირად ასახავს არა მის რეალურ ცოდნას, არამედ იმას, თუ რამდენად კარგად ფლობს ის ხელოვნურ ინტელექტს. მარეგულირებლის გაფრთხილებით, ეს სასწავლო პროცესს აზრს უკარგავს, დიპლომების სანდოობას კი სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ Office for Students გამოცდებზე AI-ის სრულად აკრძალვას არ ითხოვს, უნივერსიტეტებს ახალი რეკომენდაციები დაუწესდათ. სასწავლებლებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ „ხელოვნური ინტელექტისგან თავისუფალ“ შეფასების მეთოდებს. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე დავალებაში AI-ის გამოყენება დაშვებული იქნება, ფორმატი ისე უნდა აეწყოს, რომ სტუდენტმა მაინც შეძლოს საკუთარი ცოდნის, გააზრებისა და უნარების დამტკიცება. განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით, მარეგულირებელი გააკონტროლებს სტანდარტების დაცვას, ურჩ უნივერსიტეტებს კი ფულადი ჯარიმები ან OfS-ის საგრანტო დაფინანსებაზე წვდომის შეჩერება ემუქრებათ.
წყარო: telegraph
-
საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებული სასკოლო პროგრამების განხორციელების წესი იცვლება – საფასური და ახალი დათქმები
by ARIS.GE-განათლება
-
19 ნოემბერს, თბილისში ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე 6 წელს მიუღწეველი ბავშვების საკითხზე მშობლებს მიმართავს – „ამ ბავშვებს შევუნარჩუნოთ ბავშვობა“
by ARIS.GE-განათლება