GE

გორის #6 სკოლის პედაგოგის მიერ მოსწავლის სავარაუდო ცემის ფაქტს პოლიცია იკვლევს

გორის # 6 საჯარო სკოლაში დღეს დილით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. Aris.ge- განათლებას აცნობეს, რომ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ გამოიძახა. წყაროს ინფორმაციით პატრულის გამოძახება მოსწავლის მიმართ პედაგოგის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მოხდა, თუმცა სკოლაში იმაზეც საუბრობენ, რომ აღნიშნულ მოსწავლეს ფიზიკურად თანაკლასელი გაუსწორდა და არა სკოლის პედაგოგი.11025550_701529946622898_64873256_o

მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევის მიზნით Aris.ge- განათლება სკოლის დირექტორს შეხვდა. მაკა ნუცუბუძე სკოლაში საპატრულო პოლიციის ყოფნის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ჩვენთან საუბრისას მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.

,,პოლიცია ახლაღა გავიდა სკოლის ტერიტორიიდან. დაიკითხა მოსწავლე, ცხადია მშობლების თანდასწრებით. საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. მე კომენტარს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გავაკეთებ. როდესაც პოლიცია სკოლაში მოვიდა ჩვენ მაშინ გავიგეთ ინციდენტის შესახებ”,-აცხადებს დირექტორი.

11042221_701533593289200_1066096978_nგვქონდა მცდელობა, მომხდარის შესახებ ინციდენტის მონაწილე სკოლის პედაგოგს გავსაუბრებოდით, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა. დირექტორის თქმით “პედაგოგი განერვიულებული იყო და ჟურნალისტებთან შეხვედრა არ შეეძლო.” 

მომხდართან დაკავშირებით გავესაუბრეთ მანდატურებსაც, თუმცა მათ დამატებითი დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს. ,,ჩვენ სკოლაში წესრიგს ვიცავთ, დამატებით ვერაფერს გეტყვით” – ამბობენ მანდატურები.

აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, რომელიც სულ ახლხანს შევიდა ძალაში, პედაგოგის გადაცდომას, სკოლის დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის, რის შემდეგაც თუ პედაგოგის გადაცდომა დამტკიცდება, მას შესაბამისი სახდელებით მოუწევს პასუხისგება. მეექვსე სკოლის დირექტორის თქმით, საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ მომხდარის შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ კომიტეტს გადაუგზავნიან. 

 გიორგი ედიშერაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური