GE

გორის რესურსცენტრის უფროსად ზურაბ ქარელი შეირჩა

ფოტო –
5375

ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ზურაბ ქარელი შეირჩა.
გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 18, 21 და 22 ოქტომბერი. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა განცხადება (საპრეტენზიო განაცხადი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესარჩევ კონკურსში შერჩეული კანდიდატების მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს ეტაპობრივად. ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა და ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ვებგვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური