გორის საგამოცდო ცენტრში 3 აბიტურიენტი არ გამოცხადდა – გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
გორის მე-3 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 3 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ცენტრის წარმომადგენელმა თინათინ გვერწითელმა განუცხადა.
“პირველ სესიაზე დარეგისტრირებული იყი 550–მდე აპლიკანტი, საიდანაც რამდენიმე, ამ დროის მონაცემებით კი 3 არ გამოცხადებულა. რაც შეეხება გამოცდის მიმდინარეობას, ის ყველა სექტორში უკვე დაწყებულია და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გახსნილია სპეცსექტორები, მათთვის ვისაც გაცხადებული ჰქონდა, რომ სპეციალური პირობები სჭირდებოდა. ასევე სარეზერვო ოთახი, სადაც ერთი აპლიკანტი ფეხის ტრავმით გვყავს განთავსებული კომფორტულ გარემოში. რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ დაფიქსირებულა, სისტემა გამართულად მუშაობს,”– განაცხადა თინათინ გვერწითელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს და ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
ავტორი: ედიშერ გიორგაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება