GE

გორის სასწავლო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2016 წლის 2 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის,  ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ელენე ხოჯევანიშვილი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი გოგოლაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიის პედაგოგებსა და უფროსკლასელებს შეხვდნენ.

გიორგი გოგოლაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.  ლექციის ბოლოს საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური