გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მონოგრაფია გამოიცა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მორიგი მონოგრაფია- ,,ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორია“ გამოიცა.
გორის უნივერსიტეტის ცნობით, წარდგენილ ნაშრომში განხილულია ცხინვალის რეგიონის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრება XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუნის ჩათვლით.
წინა პლანზე წამოწეულია ცხინვალისა და მის მიმდებარედ არსებული ქართულ-ოსური და ქართულ-ებრაული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი დეტალები.
უნივერსიტეიტის ცნობითვე, ყურადღება გამახვილებულია გასული საუკუნის ცხინვალში არსებულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ჟურნალისტური და თეატრალური ცხოვრების საგულისხმო მომენტებზე, კულურულ ურთიერთობათა იმ ღრმა ტრადიციების ნიუანსებზე, რომლებიც დღეს ერთგვარად საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი.
დიდი ფორმატის შვიდას გვერდზე მოცემულ მონოგრაფიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თითოეული თავის ბოლოს დართული ფოტომასალა. ნაშრომს ახლავს გამოყენებული ლიტერატურის და შენიშვნების ვრცელი სია, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ცხინვალი დღეს შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილია, ვფიქრობთ, ნაშრომი დახმარებას გაუწევს საკითხით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი