GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯგუფხელებთან შეხვედრა გამართა

5 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის ჯგუფხელებთან შეხვედრა გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებისა და სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა იყო. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სიახლეებისა და სტუდენტური პროექტების შესახებ.

შეხვედრას განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სტუდენტური კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტები ეწრებდოდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური