GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამაგიდო ისტორიულ თამაშს „შსს არქივი-მემატიანე“ უმასპინძლა

30 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის, გივი მიქანაძის ინიციატივით, სამაგიდო ისტორიულ თამაშს „შსს არქივი-მემატიანე“ უმასპინძლა.

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იდეის ავტორებს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ შსს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე და შსს არქივის დირექტორი, ომარ თუშურაშვილი.

სამაგიდო ისტორიული თამაშები პირველად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სტუდენტებმა მიიღეს. გამარჯვებულები გახდნენ ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ქეთევან მღებრიშვილი და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარლენ ბერიკაშვილი.

ღონისძიებას სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან ერთად გორის სკოლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამაგიდო თამაში და საარქივო დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული კრებულები გადაეცა საჩუქრად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური