GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2017 წლის 3 ოქტომბერს თბილისის ღია უნივერსიტეტმა უმასპინძლა სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენციას, რომელშიც, ტრადიციულად, მასპინძლების გარდა, მონაწილეობდნენ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

კონფერენციაზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების, სამართლის, ინჟინერიის.

გორის უნივერსიტეტიდან მოხსენებებით წარსდგნენ: მიხეილ ხადური (ხელმძღვანელი პროფესორი ნინო ლიპარტელიანი), მარიამ ყულუმბეგაშვილი და მარიამ მსხალაძე (ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მაია აზმაიფარაშვილი), თამუნა აბუსელიძე და მანონი გიგაური (ხელმძღვანელი – პროფესორი გიული გიგუაშვილი) – სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიდან, ნინო გალაშვილი (ხელმძღვ. პროფესორი ნელი გოგინაშვილი) განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან და მარიამ ბერუაშვილი (ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი) – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სრულ მოხსენებათა კრებული, ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური