გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის სახელმწიფო სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2022 წლის სახელმწიფო სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა 2022 წლის ძირითად მიღწევებსა და წარმატებებზე. მიულოცა სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი და მათთვის მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვება. სახელმწიფო სტიპენდიანტებს გადაეცათ შესაბამისი სიგელები, მადლობის წერილები და სამახსოვრო საჩუქრები.
სტუდენტებს დამდეგი დღესასწაულები და სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილის ხსოვნას.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი