GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართა 

2022 წლის 2 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა, რომელიც საქართველოს 15 უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აერთიანებს. კვირეულის დღის წესრიგი ეხმიანება ადამიანის უფლებათა გლობალური კამპანიის მთავარ გზავნილს – ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათვის.

ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს მიესალმნენ:

  • გიორგი სოსიაშვილი – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
  • რევაზ ხოფერია – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
  • გიორგი ჩხეიძე – USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ქეთევან ცხადაძე – ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
  • ქეთევან ქოქრაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანი;
  • კონსტანტინე კორკელია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
  • თინათინ გოლეთიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
    მალხაზ ბეგიაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ცისია ოქროპირიძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი;
  • ანა კუჭუხიძე – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი;
  • თინათინ ერქვანია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.

გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – რუსეთ-უკრაინის ომი და ადამიანის უფლებები.

დისკუსიას უძღვებოდნენ:

  • რაულ ჩილაჩავა – დიპლომატი, მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი;
  • ნანა მჭედლიძე – ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტი;
  • თამარ თომაშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • თინათინ გოლეთიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

კვირეული ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური