გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოსა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ისა ჰაბიბეილი იმყოფებოდნენ.
გორის უნივერსიტეტის მიერ 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე და აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.
დელეგაციას უმასპინძლეს: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; რექტორის მოადგილემ, ზურაბ ზურაბაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დავით კვერნაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანა იმნაძემ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი აკადემიური ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესრმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ისა ჰაბიბეილის გორის უნივერსიტეტის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალი გადასცა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„მეცნიერება დროისა და საზღვრებს გარეშე: გამოწვევები და პერსპექტივები“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი