GE

გორის უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზე მიღება დაიწყო

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ გორის უნივერსიტეტი ინფორმაციას ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 2015 წლის 14 სექტემბრიდან 2015 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მცირე ბიზნესის მწარმოებელი მე-IV საფეხური (პირველადი საფეხური);
  • რძის გადამმუშავებელი მე-IV საფეხური (შემდგომი საფეხური);
  • მცირე ბიზნესის მწარმოებელი მე-V საფეხური (შემდგომი საფეხური);
  • სოფლის მეურნეობის ბიზნესის მწარმოებელი მე-V საფეხური (შემდგომი საფეხური);

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოქალაქის პირადობის მოწმობა და ატესტატი, ხოლო შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა მოქალაქის პირადობის მოწმობა და წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი/ცნობა).

რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ:

  • სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს (მის: დ. აღმაშენებლის გამზ. №124, IV სასწავლო კორპუსი, 203 ოთახი);
  • სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;
  • თბილისის საინფორმაციო ცენტრს (მის: თბილისი კოსტავას ქ. №77);
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური