GE

გორის უნივერსიტეტის რექტორი საზღვრისპირა საჯარო სკოლების წარმომადგენლებსა და “ცისკრის” რედაქციას შეხვდა

30 მარტს გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა გორის მუნიციპალიტეტის, ე.წ გამყოფ ხაზთან მდებარე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს და ჟურნალ “ცისკრის” რედაქციას. საზღვრისპირა სკოლებს შესაძლებლობა მიეცათ უსასყიდლოდ გამოიწერონ ჟურნალი “ცისკარი”.

შეხვედრაზე განიხილეს გორის უნივერსიტეტის, ე.წ საზღვრისპირა სოფლის სკოლებისა და ჟურნალ “ცისკრის” სამომავლო, ერთობლივი მუშაობის გეგმები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური