GE

გორის უნივერსიტეტის რექტორმა შეხვედრა გამართა 2022 წლის წარმატებულ სტუდენტებთან სპორტის მიმართულებით

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა გორის უნივერსიტეტის 2022 წლის წარმატებულ სტუდენტებს სპორტის მიმართულებით.

“ევრო უნივერსიადა 2022” ძიუდოში: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას იღებდა ორი სტუდენტი: გურამ გასიტაშვილი – ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუტანა ოქროს მედალი. ალეკო ნებიერიძე – სპორტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც დაიკავა მესამე ადგილი და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

“სტუდენტური მსოფლიო თასის ჩემპიონატი სამბოში”: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას იღებდა გიორგი ლურსმანაშვილი, სპორტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი და მოიპოვა ოქროს მედალი.

“სპორტული უნივერსიადა” საქართველოში, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში: სამბო, პირველი ადგილი (თავის წონაში) მოიპოვა ვაჟა კაკილაშვილმა – ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. ძიუდო: ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით კუდუხაშვილმა – ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალვრო პროგრამის სტუდენტი.
შეხვედრის დროს, უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს მიულოცა გამარჯვებები და უსურვა შემდგომი წარმატებები, გადასცა მადლობის სიგელები და გააცნო ინფორმაცია გივი ხაჩიძის სახელობის სტიპენდიის მოპოვებასთან დაკავშირებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური