გორის უნივერსიტეტის სტუდენტები დიალექტოლოგიურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ
2019 წლის 4 და 5 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები იმყოფებოდნენ დიალექტოლოგიურ ექსპედიციაში და მოიარეს მდ. ლიახვის, ლეხურას და ქსნის ხეობების სოფლები: დიცი, კარბი, არბო, მერეთი, გუგუტიანთ კარი, კოშკა, ქორდი, აღაიანი, ოკამი, სამთავისი, ქვემოჭალა.
ჩაიწერეს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ისტორიული და ეთნოგრაფიული ყოფის მასალები, თქმულებები, ლეგენდები, ტოპონიმები, თიკუნები, მეტყველების თავისებურებები. გადაიღეს ხუროთმოძღვრული ძეგლები.
პროექტი გაგრძელდება 11 მაისის ჩათვლით და იგეგმება სოფ. დოესის, სასირეთის, კავთისხევის, თვალიდიდის, იგოეთის ამ თვალსაზრისით შესწავლა. მასში ჩართულია 20 სტუდენტი. მოხდება მოპოვებული მასალის დამუშავება-სისტემატიზაცია, პრეზენტაცია და წიგნად გამოცემა.
პროექტის ხელმძღვანელია ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმ. პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ კობერიძე, კოორდინატორი – ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი.
პროექტი ხორციელდება შიდა გრანტის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი