GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიის მიღების წესში ცვლილება შევიდა

“სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნვიერსიტეტში სახელმწიფო სტიპენდიის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2013 წლის 22 ნოემბრის N1-64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გორის სასწავლო უნივერსიტეტი ინფორმაციას აქვეყნებს.

რექტორის 1-ლი ივნისის ბრძანების თანახმად, სტიპენდიით დაფინანსების უფლების მქონე პირებად ჩაითვლებიან ის სტუდენტები, რომელთაც გასულ სემესტრში აითვისეს აკადემიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა კრედიტი (არანაკლებ 30 კრედიტი) და თითოეულ სასწავლო კურსში მიიღეს შეფასება არანაკლებ 91 ქულისა.

რექტორის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური