GE

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა მოეწყო

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ „მინერვას“ პრეზიდენტი, გორის უნივერსიტეტში არსებული იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ჯიჯავა, ონლაინ რეჟიმში შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

შეხვედრის მსვლელობისას ბატონმა გიორგი სოსიასვილმა ისაუბრა უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენების, კონკრეტულად კი იტალიური ენის შესწავლის შესაძლებლობაზე. ქალბატონმა მაია ჯიჯავამ მიმოიხილა მიმდინარე საერთაშორისო პროექტები და გაცვლითი პროგრამები იტალიის პარტნიორ უნივერსიტეტბში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური