გვერდი 09:00 საათიდან ჩაირთვება – როგორ დავარეგისტრიროთ პირველკლასელი ონლაინ 20 მაისიდან
20 მაისიდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
EDU.ARIS.GE-ს მკითხველი მშობლებისა და ბავშვების მეურვეების მთავარი კითხვები ონლაინ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო გვერდის ჩართვის დროს, სკოლებში არსებული ადგილების რაოდენობას და პროცედურას შეეხება.
გაითვალისწინეთ: სარეგისტრაციო გვერდი, ყოველ წელს, რეგისტრაციის დღეს, 09:00 საათზე ირთვება და ამ დრომდე ის აქტიური არ არის. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
სკოლებში, პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე და მოძებნეთ სასურველი.
მაშ ასე, როგორია ონლაინ რეგისტრაციისთვიოს საჭირო ინსტრუქცია და თითოეული საფეხური:
ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი: registration.emis.ge ან ისარგებლეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულით.
როგორ გამოიყურება ველი, სადაც მოსწავლეს დაარეგისტრირებთ და რომელი განყოფილებები უნდა შეავსოთ:
პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია ვიზუალიზაციით
რას ნიშნავს სექტორი? – სექტორის მონიშვნის დროს თქვენ აფიქსირებთ რომელენოვან სექტორს ირჩევთ (ქართულს/რუსულს).
არ დაგავიწყდეთ! ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
– მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
– მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
ამავე თემაზე:
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლისთვის იწყება – ეტაპები და ვადები
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება